ქართული - Home

ნელსონ მანდელა

რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად

განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი,

ქართული - Home

ბენჟამინ ფრანკლინი

მოაქვს საუკეთესო მოგება

ცოდნაში დაბანდებულ ინვესტიციას

ქართული - Home

დიოგენეს ლაერტიუსი

მისივე ახალგაზრდობის განათლებაა

ყველა სახელმწიფოს საფუძველი

ქართული - Home

ბენჯამინ დიზრაელი

ქვეყნის ხალხის განათლებაზე

ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ამავე

ქართული - Home

ჯონ კენედი

ვიდრე ჩვენი პროგრესი განათლებაში

ჩვენი, როგორც ერის პროგრესი, არ შეიძლება იყოს უფრო სწრაფი,

ჩვენს შესახებ

განათლების დონის გაუმჯობესების/ამაღლების და განათლების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზა გახლავთ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად პროგრამების შემუშავება. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქველმოქმედო ფონდები, სოციალური ინსტიტუტები და სხვა არაკომერციული ორგანიზაციები.

ხსოვნისთვის/გახსენება. ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილი დაიბადა 1955 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. ის გახდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და უდიდესი ფილანტროპი.

ქართული - Home

წერილი დამფუძნებლისგან

ქართული - Home

მე, როგორც ამაყ ქართველს, მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი და წარმატებული მომავალი. ეს იყო ის, რისთვისაც ბადრი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა და მე მინდა ყოველივე ეს მისი სახელით გავაგრძელო. მჯერა, რომ განვითარებისკენ სწრაფვის გზა ჩვენი ახალგაზრდების განათლებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის საქმიანობა საქართველოში განათლების სტანდარტის გაუმჯობესებას ეძღვნება.

მისია და ღირებულებები

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებას, რადგან სწორედ განათლება აძლევს საშუალებას თითოეულ ადამიანს გაიზიაროს  ქართული და მსოფლიო კულტურა, გახდეს მისი ნაწილი, გააცნობიეროს  პირადი პოტენციალი და იპოვოს ღირსეული ადგილი ცხოვრებაში, ამით კი თავად გახდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძველი.

  • განათლების საერთო ხარისხის ამაღლება
  • განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა

ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერაში  მაქსიმალურ ეფექტს მივაღწევთ თუკი ვასწავლით მათ, ვინც ასწავლის, ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას, ვინც ჩვენი ახალგაზრდების განვითარებაზე ახდენს გავლენას.

ფონდი ახდენს ფოკუსირებას ისეთი პირობების შექმნაზე, რომ საგანმანათლებლო სისტემის თითოეული მონაწილე შეძლებს პროფესიულ დაახლოებას და შეიტყობს ახალი შესაძლებლობების შესახებ. ამდენად, უნდა მივცეთ ცოდნა მათ, ვინც თავად გასცემს ცოდნას. მიგვაჩნია/გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება ეფუძნება გამჭვირვალობას, მოქმედებების თანმიმდევრულობას და კონკურენტულ გარემოს.

გვსურს  შემოვიტანოთ საერთაშორისო გამოცდილება, შევქმნათ საზოგადოებრივი და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის სრულყოფილი მხარდაჭერის სისტემის შესაქმნელად, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც თავად ეხმარება.

მიზნები და ამოცანები

  • მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
  • მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო საზოგადოებათა პროფესიული ინტეგრაციის განვითარება, პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პირობების შექმნა
  • პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება და სტუდენტებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლება
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საუკეთესო გლობალური პრაქტიკის დანერგვა
  • განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება
  • განათლების სისტემაში შემოქმედებითი ინიციატივებისა და ინოვაციების მხარდაჭერა და სოციალურად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება

რას ვაკეთებთ

ფონდი საქმიანობს შემდეგ სფეროებში

  • სასკოლო განათლება
  • საშუალო სპეციალური განათლება
  • უმაღლესი განათლება

პროგრამის პრიორიტეტები

  • საინტეგრაციო პროექტები, რომლებიც გააერთიანებს პედაგოგიურ საზოგადოებას და უზრუნველყოფს მის დინამიურ განვითარებას
  • საინფორმაციო პროექტების ფართო სპექტრი, რაც ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს და ხელს უწყობს სწავლების პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას
  • საგრანტო კონკურსები და სასტიპენდიო პროგრამები

ქართული - Home

ჩვენი გრანტები

ყოველწლიური პროფესიული განათლების TVET ჯილდოს სპონსორობა
სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის
საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის
მოსწავლეთა წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა
სასწავლო რესურსები განათლების ხელმისაწვდომობისთვის
ყოველწლიური პროფესიული განათლების TVET ჯილდოს სპონსორობა
სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

ქართული - Home

დაგვიკავშირდით

კ.ხეთაგუროვის ქ. 36, მე -3 სართული
0102 თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 32 2484441
ელ. ფოსტა: info@gpf.ge