გრანტი

“რეგიონული მესაქონლეობის აღორძინება

პროგრამის მიზანია საქართველოში დაინერგოს  მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების  თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა.

ასევე, მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.

პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი  270-მდე სპეციალისტი მომზადდება და გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.

პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი

პროექტის ხანგრძლივობა: 27 თვე, 2023 წლის ოქტომბრიდან.

ფონდი გრანტის სახით გადასცემს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ სახსრებს არაუმეტეს 199,980.32  აშშ დოლარს.

გრანტის მიმღები

“ ბლაუენშტაინ – ედუ” შეიქმნა 2018 წელს.

„ბლაუენშტაინ ედუ“ არის არასამთავრობო არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც ქართულ-შვეიცარიული ხორცპორდუქტების კომპანია „ბლაუენშტაინმა“ცოდნის გაზიარების და ზოგადად საგანმანათლებლო მიზნებისთვის დააფუძნა. „ბლაუენშტაინ ედუ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „USAID დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან“ ერთად მეცხოველეობის დარგში გრძელვადიან და მოკლევადიან პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებს განახორციელებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი, კომპანია ბლაუენშტაინი და პროფესიული უნარების სააგენტო.

დაკავშირებული ბმულები

მედია პროექტის შესახებ