გრანტი

საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და დონორ ორგანიზაციებს – საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას (UNHCR), World Vision საქართველოს ფონდსა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელ და ლტოლვილ სკოლის მოსწავლეებს, საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად მიიღონ დახმარება.

პროექტი “საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” სპეციალურად შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვებისთვის და ის შეესაბამება: (i) საქართველოს მთავრობის მიერ ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე აღებულ ვალდებულებას, რომ „გააძლიეროს საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ლტოლვილი და  ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთათვის”, (ii) 2022-2032 წლების საქართველოს განათლების სტრატეგიას, რომლის ძირითადი ფოკუსია თანასწორობა, ინკლუზია და მრავალფეროვნება, და (iii) მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რომელიც ხაზს უსვამს ყველა მოსწავლისთვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის ვალდებულებას.

პროექტი გავლენას იქონიებს ლტოლვილი სკოლის მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების საჭიროებაზე. ამისათვის TPDC ჩაატარებს ქართული ენის 2 ინტენსიურ ონლაინ გაკვეთილებს და შეიმუშავებს ყოვლისმომცველ სასწავლო მასალებს, რაც აუცილებელია სკოლებში ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ლტოლვილ ბავშვებს, გაიუმჯობესონ თავიანთი ენობრივი უნარები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განაგრძობს პროექტის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიისა და სასწავლო მასალის გამოყენებას საჯარო სკოლებში ლტოლვილი/უცხოელი ბავშვების სწავლების გასაუმჯობესებლად.

გრანტის მიზნები

ინიციატივა ასევე შეესაბამება UNHCR-ის 2030 წლის ლტოლვილთა განათლების სტრატეგიას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების თანასწორ და მდგრად ჩართვას ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებში. ამიტომ, UNHCR ეხმარება მასპინძელ მთავრობებს ბევრ ქვეყანაში, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ლტოლვილთა დაცვის კუთხით და შექმნან პირობები იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირების აღნიშნულ სისტემებში ჩასართავად. ენა არის ფუნდამენტური განათლების ხარისხისა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებისთვის. UNHCR იმედოვნებს, რომ პროექტი “საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” საფუძველს ჩაუყრის და ბიძგს მისცემს ამ მიმართულებას. ამჟამად საქართველოს 124 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი, საბაზისო და საშუალო საფეხურზე 624 ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მოსწავლე ირიცხება. საქართველო ამჟამად დაახლოებით 2500 ადამიანს სთავაზობს საერთაშორისო დაცვას, რომლებიც გაურბიან დევნასა და ომს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ერაყი, ირანი, სირია და ასევე უკრაინა.

საქართველოს მთავრობასთან ერთად, UNHCR, Gudavadze – Patarkatsishvili Foundation და World Vision მზად არიან, ხელი შეუწყონ ლტოლვილი ბავშვების საქართველოში ინტეგრაციას, და აცნობიერებენ, რომ მათი ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და ენის შესწავლის შესაძლებლობებზე.

გრანტის მიმღები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით.

ცენტრის საქმიანობა:

  • პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
  • განათლების ეროვნული პოლიტიკისა და ცენტრის სტრატეგიის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება.

ცენტრის მისია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.

ცენტრის საქმიანობის უმთავრესი მიდგომები

  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება – გადაწყვეტილებები მიიღება კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
  • ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და დიალოგი – ცენტრი ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის მუდმივ განვითარებაზე, ამისათვის იგი რეგულარულად იღებს უკუკავშირს, ჩართულია დიალოგში დაინტერესებულ პირებთან.
  • დეცენტრალიზაციაზე ორიენტაცია – განათლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულია სერვისების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა. ამ პოლიტიკის კვალდაკვალ ცენტრი მაქსიმალურად ხელს უწყობს ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც სკოლის, დაინტერესებული პირების, ინსტიტუტებისა და თავად მასწავლებელთა საზოგადოების მობილიზებითა და გაძლიერებით მოხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ეფექტიანი სერვისების მიწოდება.
  • სწავლა-სწავლებისა და პროფესიული განვითარების თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა – ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა.
  • ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – ცენტრი პასუხისმგებლობას იღებს დაგეგმილ შედეგებზე და უზრუნველყოფს შესაბამის ანგარიშგებას შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების წინაშე.

ვადები/განრიგი

მედია პროექტის შესახებ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია

https://publika.ge/cnobilia-maswavleblis-erovnuli-jildos-fin…

გპფ-ს ვიზიტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან

https://www.etaloni.ge/geo/main/index/81358?fbclid=IwAR3XoQv…

ლადო აფხაზავა

https://www.youtube.com/watch?v=hlHnRXojerc

თუ მი­წო­დე­ბულ ცოდ­ნას სიყ­ვა­რუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რი სა­ბურ­ვე­ლი­ვით არ ახ­ლავს, მა­შინ ფა­სი არა­ფერს აქვს

http://akhaliganatleba.ge/http-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost7719actioneditclassic-editor/?fbclid=IwAR3Dxl_kz9K4iik7d0hhfyheN141E5TcHLlxQHrnGd2HwE3p4swbwKYNHLA

რა მაცდურია მზით სავსე დღე… მაგრამ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი სხვა რამ არსებობს სამყაროში?!

http://akhaliganatleba.ge/http-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost5031actioneditclassic-editor/?fbclid=IwAR1c-0kSl_RjaS_QHQIsqeyadXsOV4tpxwhaXBS0v1J6vok-XPUIvbNEjeo

არ გაჩერდე, ახლა კეთების დროა!

http://akhaliganatleba.ge/%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93/?fbclid=IwAR2sU_JjB0zfiEjRztL-k1P59

გაითვალისწინეთ ორი მთავარი რამ: პირველი – სიმშვიდე, მეორე – ასევე სიმშვიდე

http://akhaliganatleba.ge/http-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost4924actioneditclassic-editor/?fbclid=IwAR3_bojF6B_7vr1DnZDwLZg4BYNbDEhIR8J304Lp4cFxVG6HT1Twxtb15Uk

ნუ გაექცევით სოციალურ და მორალურ პასუხისმგებლობას!

http://akhaliganatleba.ge/%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90/

ნამდვილი ამბავი: გიორგი ჭაუჭიძე

https://www.facebook.com/watch/?v=540647610143916

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

https://1tv.ge/video/maswavleblis-erovnuli-jildo-6/

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გიორგი ჭაუჭიძეს მიენიჭა

https://1tv.ge/news/maswavleblis-erovnuli-jildo-giorgi-chauc…

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი

https://www.youtube.com/watch?v=v7RJSdGC0j0&feature=yout…

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული ცნობილია

https://edu.aris.ge/news/2019-wlis-maswavleblis-erovnuli-dji…

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 10 ფინალისტი ცნობილია

http://liberali.ge/news/view/37780/mastsavleblis-erovnuli-jildos-10-finalisti-tsnobilia

გამოცხადდა გლობალური მასწავლებლის პრემიის ლაურეატი

https://drive.google.com/file/d/0B5tjo-fhaz8IeTV1NEVWdE00cGc…