გრანტი

ყოველწლიური პროფესიული განათლების TVET ჯილდოს სპონსორობა

პროფესიული განათლების (TVET Awards) ჯილდო 2017 წელს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში და ორი წლის მანძილზე მის ადმინისტრირებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკური განვითარებისთვის“ ახორციელებდა. 2020 წლიდან კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსს სპონსორობას უწევს სხვადასხვა კერძო და საერთაშორისო ორგანიზაცია.  მისი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ყოველწლიური ღია ფორმატის კონკურსია, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ოთხ კატეგორიაში:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.

პროფესიული განათლების პედაგოგისა და სტუდენტის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ იმ პროფესიულ სასწავლებლებს, სადაც კანდიდატები კონკურსის პერიოდში არიან დასაქმებულნი ან სწავლობენ. პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება აქვთ ამ კატეგორიებში ერთზე მეტი კანდიდატი წარმოადგინონ.

გრანტის მიზნები

ეროვნული პროფესიული განათლების ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის გაზრდა და ამ სფეროს  წარმატებული პირებისა თუ ორგანიზაციების წარმოჩენა.

გრანტის მიმღები

ათასწლეულის ფონდი შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) შორის გაფორმებული კომპაქტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ათასწლეულის ფონდის მისიაა საქართველოში ადამიანური კაპიტალის, ინდუსტრიისა და კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა

განრიგი/ვადები

2018, 8 მაისიეროვნული TVET ჯილდოს კონკურსის გამოცხადება
2018, 2 ივლისიონლაინ განაცხადის წარდგენა
2018, 1 აგვისტო – 5 სექტემბერიTEP განხილვა/დისკუსია
2018, 14 სექტემბერიმეორე ეტაპი:
გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
2018, ოქტომბერი გამარჯვებულთა შესახებ ვიდეო რგოლის გადაღება
2018, 9 ნოემბერიდაჯილდოების ცერემონია

მედია პროექტის შესახებ